„ჩვენ ვართ ერი რომლის გატეხა შეუძლებელია და იმ შემთხვევაშიც თუკი შეეცდებიან, მუხლებზე დაგვაყენონ, მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთი არ დადგება მუხლებზე – არასოდეს“, – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა ლუჟნიკის სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული თეატრი, კულტურა და სპორტი მსოფლიოში ისევ საუკეთესოა.
„მოგესალმებით ჩვენო დიდი ქვეყნის მოსახლეობავ. მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ამოვირჩიე რუსეთი და ამ წლიდან ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის. ჩვენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა და არ დევნიდა ჩვენს კულტურას.
ჩვენ რუსები ვართ, ჩვენ ვატარებთ ამ სახელს ღირსეულად, მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ახლა ხდება. ახლა მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ცდილობენ წაშალონ მთელი ერი, როგორც ექაუნთი სოციალურ ქსელში. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და ეს ახლა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რუსულად საუბრობ. შეეცადნენ, რომ წაერთვათ ჩვენთვის დროშა და ჰიმნი. ჩვენი სპორტსმენები გამოაგდეს პარალიმპიადიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ.
ჩვენ გამოვიგონეთ ციმბირის წყლულის წამალი, აღმოვაჩინეთ ანტარქტიკა. ჩვენი თეატრი, კულტურა და სპორტი არის მსოფლიოში საუკეთესო დღესაც. ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალური ქსელის ექაუნთი, ჩვენ ვართ ერი, რომლის გატეხა შეუძლებელია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეეცდებიან მუხლებზე დაგვაყენონ, მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთი არ დადგება მუხლებზე არასოდეს!“ – აცხადებს თინა კანდელაკი.