“ახლა დავწერე და ჩასწორებაც არ მიცდია. მოკლედ, ასეა რა…” – ხათუნა ხოფერია

0
659
22 Views

ახლა დავწერე და ჩასწორებაც არ მიცდია. მოკლედ, ასეა რაა….
როგორ არ მინდობ და არ მაკლებ სადარდელს!
უძილო ღამეებს სარკმელთან ნატარებს.
შიშს გაუსაძლის- არ ასცდე გზას სავალს,
ფეხი არ დაგიცდეს ქარაფთან მიმავალს.
ვინმემ არ გიბიძგოს, ჩხუბში არ დაეცე,
ვაი, თუ გეტკინოს, ვაი, თუ წამექცე…
მოკლედ, საფიქრალს და სადარდელს რა დალევს,
ვიცი, დრო მოვა და ჩამიკრავ ნაწვალებს.
შენ გაგეცინება, სამყაროს ხნისა ხარ,
მე კი, ბავშვივით სათუთი მიყვარხარ!
და იცი…………………………………
გრძნობას, რომელსაც შენდამი ვატარებ,
ჩემი ორი შვილის სიყვარულს ვადარებ.
ჩემ სამშობლოს- ხათუნა ხოფერიასგან.
18.03.2022 წელი

ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი

Cesko