,,მოგხვდება კბილებში! პირადი ურთიერთობის დამყარებას ნუ ცდილობთ ,,მთავარის” ჟურნალისტებთან” – გვარამია მდინარაძეს

0
919
46 Views

,,მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირი ეთერით მიმართა ,,ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძეს და გააფრთხილა, რომ მისი ჟურნალისტების ბულინგს თავი დაანებოს.

-მამუკა მდინარაძე რეგვენიც არის და ტაკიმასხარაც, ერთგვარი კომპოტია.  მინდა, უკანასკნელად გავაფრთხილო, კიდევ ერთხელ შეეცდება ,,მთავარი არხის” ჟურნალისტების ბულინგს და ის ამ მეთოდს ძალიან ხშირად ეწევა, ხან  მეგობრულად მისვლა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ თურმე ახლა ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ხელისუფლებასთან ეროვნული ღალატია… ეროვნული ღალატი ვიცი, რა არის და ვის მოხვდება ეროვნული ღალატისთვის კბილებში, როცა ეს ხელისუფლება აღარ იქნება და ნორმალური სასამართლო იქნება, ძალიან კარგად ვიცი.

კიდევ ერთხელ შეეცდება ,,მთავარი არხის” რომელიმე ჟურნალისტის დაბულინგებას და მიიღებს მწარედ კბილებში, ვიდრე სასამართლო იქნება და ხელისუფლება შეიცვლება. პირადი ურთიერთობის დამყარებას ნუ ცდილობთ, მიეცით კომენტარი, ბატონო მდინარაძევ და გაერიდეთ სიტუაციას, არ არის საჭირო ,,მთავარი არხის” ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი და ჭორაობა, გინდა კარგად, გინდა – ცუდად. არ გაეკაროთ, ბულინგი არ გაბედოთ, თორემ მიიღებთ კბილებში, პირდაპირი მნიშვნელობით, – მიმართა გვარამიამ მდინარაძეს.

Cesko