ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახს ანგრევდა – ,,ჩვენს სიყვარულზე ნანულიმაც იცოდა და მისმა შვილებმაც”

March 15, 12:47
0
629

საქართველოს გარდაცვლილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე მის სიცოცხლეში არასოდეს წერდნენ. მას და ნანული შევარდნაძეს მყარი ოჯახი ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიყვარული აკავშირებდათ.

რამდენიმე წლის წინ კი გამოჩნდა ქალი, წარმოშობით ესპანელი ანა-მარია კიპროიძე, რომელმაც პრესასთან ისაუბრა, რომ მას და ედუარდ შევარდნაძეს რომანი ჰქონდათ და ის ვნებიანი შეყვარებული იყო.

ანა-მარია კიპროიძე

– ოო, მასთან 10 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა.ედუარდმა გაცნობიდან ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა.

– ძალიან გიყვარდათ?
– დიახ. ერთხელ დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! ვერასდროს ვეძახდი ,,ედიკს”, ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა…ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო…

ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ის-ის იყო, ოპერის თეატრში “ტოსკას” რეპეტიცია დავასრულე და გამოვედი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა: კიპაროიძე ბრძანდებითო? ჩემი დასტურის შემდეგ მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მერე მითხრა, ედუარდ ამბროსის ძემ გამომგზავნა, ხვალ მოსკოვში უნდა გაფრინდეთ, აი, თქვენი ბილეთიო – მომაწოდა.

მეორე დღეს ჩავფრინდი მოსკოვში.დომოდედოვოში, შევარდნაძის რეზიდენციაში წამიყვანეს. ტელეფონმაც დარეკა: – ჩამოხვედიო? ერთ საათში მოვალ, მანამდე რაიმე შეჭამე, დალიე, წაიკითხე და თავი შეიქციეო. წამოსვლისას კატეგორიულად მითხრა, გამაგებინე, ნუთუ არ შეგიძლია, ედიკი დამიძახოო? ვუპასუხე, არა-მეთქი.

– საწოლშიც არ ეძახდით ,,ედიკს”?
– არა, რას ამბობთ! ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, არ მგონია, წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი – მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.
– მისმა ოჯახმა თქვენი ამბავი იცოდა?
– შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა… მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.

ირმა ხარშილაძე, გზა

Cesko