რუსეთი 200-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტს კრძალავს

March 10, 22:40
0
562

რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 ზე მეტი დასახელების საქონლის საზღვარგარეთ გატანას აჩერებს.

ამის შესახებ საუბარია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩამონათვალშია: ტექნოლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, სამედიცინო დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ელექტრო აპარატურა – 200 დასახელების საქონელი, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, ქვისა და მეტალის დამამუშავებელი დაზგები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები“, – ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ზომა აუცილებელია რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

აგრეთვე, რუსეთის საბაჟო ქვეკომისიამ 2022 წლის 31 აგვისტომდე ქვეყნიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შაქრის ექსპორტი აკრძალა.გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ხორბალზე, ჭვავზე, ქერსა და სიმინდზეც გავრცელდება.

„გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ხელს შეუწყობს არსებულ გარემოში შიდა ბაზრის დაცვას. ამასთან, ჯერ კიდევ არსებობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები“, – აცხადებენ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში.

Cesko