“სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, მაგრამ და არამც და არამც სულგაყიდულ პოლიტკოსებს…” – ხათუნა საგინაშვილი

March 7, 22:20
0
539

რაში ვხედავ პირადად მე გამოსავალს? – დასავლეთმა უნდა დაუთმოს გავლენის სფეროების ნაწილი რუსეთს- სლავები, უპირველესად კი – უკრაინა;
აქვს თუ არა ობიექტური საფუძველი რუსეთის ამგვარ ამბიციებს? – ჯერ კარგად გავიაზროთ, რომ საუბარია
დედამიწის ხმელეთის მეექვსედზე გაშლილ, თვითკმარ ქვეყანაზე, უმდიდრესი რესურსებით და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა – ერთერთი ყველაზე დიდი ბირთვული რეზერვებით – და მერე ისე გავცეთ პასუხი ამ კითხვას.
ფაქტია – პუტინს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, ყველაფერზე წამსვლელია, თავად ბირთვულ ღილაკზე ხელის დაჭერის ჩათვლით;
მით უფრო უკრაინას არც ისე ესაქმებოდა არაფერი ნატოში – დარწმუნებული ვარ, უკრაინელების უმრავლესობას საკუთარ რუსებთან ერთობა ერჩივნათ “ნატო, ნატოს ძახილს”, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა – ამ ძახილზე მხოლოდ გაყიდული პოლიტიკოსები ითბობენ ხელს – ძალიან დიდი საფასურით არიან სყიდულები – ცალ-ცალი კალოშით შედიან პოლიტიკაში და უცხოური გრანტებ-ქრთამებით ოლიგარქებად ასრულებენ პოლიტიკას (ახლაც მილიარდობით $ დახმარების დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, ერთეულების ჯიბეებში დაილექება).
ასე რომ, დასავლეთს თუ შეგნებულად არ აქვს განზრახული, დაანთოს მსოფლიო ომის ცეცხლი მთელ პლანეტაზე – რაღაც დაუთმოს გამძვინვარებულ, დაჭრილ მხეცს, მით უფრო რუსების თქმით, გერმანიის გაერთიანებას ისინი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში.
პს სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, მაგრამ და არამც და არამც სულგაყიდულ პოლიტკოსებს, რომლებზედაც ისტორია კიდევ იტყვის თავის პირუთვნელ სიტყვას

Cesko