წერილის ყველა ხელმომწერი არის ამ ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე .. ასეთებს ცხოვრებაში გამარჯობა არ უნდა უთხრა არასდროს – დავით ზურაბიშვილი

February 22, 07:25
0
757

დავით ზურაბიშვილი პრორუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების ნაწილის რუსეთის პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნას ეხმიანება.

„ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნაგავის წერილი პუტინის მიმართ კია საცოდაობა და ერთუჯრედიანობა, მაგრამ არსებულ ვითარებაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას ამზადებს და დასავლეთისგან ითხოვს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებას, ეს წერილი არის ღალატის ტოლფასი.

მე არ მჩვევია საერთოდ ასეთი ფორმულირებები, მაგრამ წერილის ყველა ხელმომწერი არის ამ ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და შუალვერის კომიტეტის იდეური მემკვიდრე. ხვალ რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაცია მოუნდეს, ამ წერილს თავისუფლად გაასაღებს ხალხის მოთხოვნად. აქამდე როგორ უნდა დაეცე ადამიანი, არ ვიცი მართლა. ასეთებს ცხოვრებაში გამარჯობა არ უნდა უთხრა არასდროს.
თუმცა, ეს ნაგავი იქით იყოს და ვფიქრობ სერიოზული კამპანიაა ასაწევი, იქნება ეს ღია წერილი, კლიპების სერია, აქცია-პერფორმანსები და ა.შ., სადაც ქართული საზოგადოება, ორგანიზაციულადაც და ინდივიდუალურადაც დაადასტურებს თავის ერთგულებას ევროატლანტიკური ორიენტაციის მიმართ და მკაფიოდ დააფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს. ოღონდ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს თემაც ნაც-ქოცობაში არ გადაიზარდოს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ჩართული იყოს ქართული საზოგადოების ფრიად მრავალფეროვანი სპექტრი და სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხი“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Cesko