ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი სააკაშვილის თავგადაკლულ ფანად გადაიქცა – რა მიმართვა გამოაქვეყნა თათია შარანგიამ?

0
1503
51 Views

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად პი­ა­ნის­ტმა და ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­თია შა­რან­გი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შა­რან­გია ექ­სპრე­ზი­დენტს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და წერს, რომ არ ეში­ნია, იმ ხალ­ხის, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო მის პი­რად სივ­რცე­ში იჭ­რე­ბი­ან და ცუდ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ…

“მი­ჰას რომ ეძა­ხი­ან, შემ­დეგ მისი ლან­დის და­ნახ­ვა­ზე გი­სო­სე­ბი­და­ნაც კი ცოტა რომ აჟ­რი­ა­ლებთ, მხო­ლოდ ში­შით არა – და­მი­ჯე­რეთ პა­ტი­ვის­ცე­მი­თაც… შვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის რომ ეში­ნი­ათ ბაღ­ში, პარკში, და რომ იძა­ხი­ან “ხო, ახლა ვერ ვგრძნობ თავს ისე და­ცუ­ლად, მაგ­რამ ეგეც აღარ ყო­ფი­ლი­ყო, კა­ცო­ო­ოო?“ და რის ხარ­ჯზე? (რაც მთა­ვა­რია იე­რით ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ჰგავს) “ცვეტ­ში”, ხალ­ხს რა გა­უკ­ვირ­და ეს წინსვლა?“ “აღარ იყო დრო­ო­ო­ო­ოო?“

და თან სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა აპო­ლი­ტი­კუ­რია, მაგ­რამ ერთი ძვე­ლი ბიჭი, ერთი კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვი და ერთი ყა­ჩა­ღო­ბით შემ­დგა­რი “ბიზ­ნეს­მე­ნი“ ყვე­ლას გვყავს გარ­შე­მო და “ანუ ჩე­მი­ანს იცი რა უქ­ნა­აა? ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­ზო­ბელს…“

მოკ­ლედ, მიშა, მალე გა­მო­დი! შენი გა­მარ­ჯვე­ბე­ბიც გვახ­სოვს, თა­ნაც გლო­ბა­ლუ­რი და შენ­სა­ვით მას­შტა­ბუ­რი. შენი ბო­დი­შიც გვახ­სოვს და წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და შენი ქვეყ­ნის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბაც. “თითო კაცს თითო კი­დუ­რი რომ ეჭი­რა“ პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად…

შე­მო­მი­ვარ­დე­ბით “ვოლ­ზე“ და ხომ იცით, თქვენ მე ნერვს ვერ მი­ტო­კებთ”, – დაწერა თათია შარანგიამ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის მეუღლე გახლდათ. მოგვიანებით მათი ოჯახი დაინგრა და ახლა ჟურნალისტი მეორედაა დაქორწინებული.

Cesko