მოსკოვიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევეს

February 17, 18:28
0
478

რუსეთმა აშშ-ს ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას გამოცემა RIA დიპლომატიური მისიის სპიკერზე, ჯეისონ რებხოლცზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რუსეთმა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. გორმანი მოსკოვში აშშ-ს საელჩოში ელჩის შემდეგ მნიშვნელობით მეორე პირი და საელჩოს შემადგენლობის უმაღლესი ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი წევრი იყო” – ციტირებს გამოცემა რებხოლცს.

სააგენტო წერს, რომ რებხოლცის თქმით, გორმანს მოქმედი ვიზა ჰქონდა და რუსეთში სამ წელზე ნაკლები ჰქონდა გატარებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ რებხოლცის თქმით, ვაშინგტონი დიპლომატის გაძევებას ესკალაციად მიიჩნევს და საპასუხო ზომებს განიხილავს.

Cesko