“ქმარი მყავს, ეს ბევრისთვის სიურპრიზი იქნება” – რატომ მალავდა ცნობილი მუსიკოსის შვილზე ქორწინებას მაკა შალიკაშვილი

January 31, 22:48
0
2206

მაკა შალიკაშვილმა ექვსი წელი დამალა, რომ ჯვარდაწერილია და ეს გამოუვიდა. ვერც ერთმა ყვითელმა გამოცემამ ეს ვერ გაიგო. არსად გაუჟონავს ინფორმაციას, რომ მსახიობი მეორედ გათხოვდა. ბრავო, მაკა!

ამბობს, რომ ამის მიზეზი ჰქონდა…

მოკლედ, “ფარული კონვერტის” მაყურებელმა ექსკლუზიურად შეიტყო, რომ მსახიობი მაკა შალიკაშვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი და მას რატი გოგუაძესთან ქალიშვილი ჰყავს, სინამდვილეში ჯვარდაწერილია.

შალიკაშვილმა კონვერტი გახსნა, გადაცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროვება, 5 ათასი ლარის სანაცვლოდ ინება.

მაკა შალიკაშვილი: ყველას მარტოსული ვგონივარ, რადგანაც ლექსებს ასეთი განცდებით ვკითხულობ. ყველაზე ლამაზი მაშინ ხარ, როცა გამწარებენ. როცა გიჭირს, ყველას აჩვენებ, რომ კარგად ხარ.  მაგრამ როცა უკვე შენ შეგიძლია იტირო, ემოცია თავისუფლად გამოხატო, ესე იგი ის მართლა ბედნიერი ხარ. როცა ადამიანი მართლა ბედნიერია, მერე იწყებს ის სხვაზე დარდსა და ფიქრს, სხვისთვის ტირილს… სატრფიალო ლექსის კითხვა, ცრემლის ჩამოგდება, შეყვარებულს უკეთ გამოგივა?

ერთი კარგი ბიჭი როგორ არ გამოჩნდა, უნდა გაგირიგოთო, ღელავენ და ზრუნავენ ჩემზე.

მოკლედ, გათხოვილი ვარ.

ჩემი ქმარი არის ირაკლი ყაჭეიშვილი, მუსიკოსი, რეკლამების რეჟისორი. ირაკლი ბათუმის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორია. უნიჭიერესი ადამიანი.

ირაკლი ჯგუფ “ინსაითის” გიტარისტის, გოჩა ყაჭეიშვილის შვილია.

ის ბათუმში გავიცანი. ექვსი წლის წინ. ქიმია ორივემ მაშინვე ვიგრძენით. ჯვრისწერა ორივემ მალევე გადავწყვიტეთ. ერთმანეთი ძალიან გვჭირდებოდა. ყველაფრისგან გადავარჩინეთ ერთმანეთი.

ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა და ამ მცირე დროში ბევრი ვიფიქრეთ. ირაკლი ყველაფერზე ბევრს ფიქრობს. მე უფრო ინტუიციურად მალე შეიძლება გადავწყვიტო. ჩქარი ვარ.

მე ვიცოდი, რომ ის – “ის” იყო. მანაც იცოდა, მაგრამ იფიქრა…

ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა. ძალიან გასაიდუმლოებული ჯვრისწერა გვქონდა. როგორც ადრე, გაპარულები, ჩუმად იწერდნენ ჯვარს, ასე მოვიქეცით ჩვენც.

ჩემი მეჯვარეები არიან: ლიკა დგებუაძე, ანა ჩოგოვაძე, თეო ბექაური. ჯვრისწერაზე იყვნენ დუტა და მისი ცოლი, მარინა ნაცვლიშვილი.

ფაქტი არ გასაჯაროვებულა. დღემდე ძალიან ვაკონტროლებდით.

 რატომ მალავდით ქორწინებას?

– ეს ირაკლის სურვილიც იყო და მეც დავეთანხმე. სიყვარულსა მალვა უნდა… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანამდე გამოცდილება გაქვს და იცი. ორი ადამიანის თანაცხოვრებას არ სჭირდება ზედმეტი ყურადღება. არც ის სჭირდება, რომ ვიღაცას მოუყვე შენზე. აბსოლუტურად არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვიღაცას მოვუყვე როგორ მიყვარს ჩემი ქმარი.

ჩვენ ორივე ერთმანეთის სიყვარულში ვართ დარწმუნებული. არც ერთი არ ვლაპარაკობთ ჩვენს გრძნობებზე. გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ გავამყაროთ კარიერულად. მე სამი თვით წავედი ქუთაისში. მან იცის, რომ ეს ჩემი საქმეა. ის მიდის, იმიტომ რომ საქმეს სჭირდება. “იმან რატომ დაგიკომენტარა, ამან რატომ დაგალაიქა,” ეს უკვე სისულელეა. ჩემი ცხოვრება ჩემი საქმე, შვილი, მეგობრებია… სიყვარული კი ხელშეწყობა და ნებელობაა. ეს ჩვენ ორივემ ვიცით.

მე არც “ფარული კონვერტის ” შემდეგ ვაპირებ ჩემს ქმარზე  საუბარს. ეს თემა ისევ სამუდამოდ დაიხურება.

ძალიან ბევრისთვის ჩემი ქორწინება სიურპრიზი იქნება;

ხალხო, მე პირადი ცხოვრება მაქვს, ქმარი მყავს, ვარ ბედნიერი, მაგრამ ლექსს რომ ვკითხულობ, განვიცდი, მტკივა, ვტირი, მიხარია…

Cesko