სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, ემიგრანტი საბერძნეთიდან ნაციონალურ მოძრაობას უმოქმედობაში ადანაშაულებს 

January 31, 15:37
0
496

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ბაჩანაშვილი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, ნაციონალურ მოძრაობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და წერს:

,,მიშას ტყვეობაში ყოფნის 123-ე დღე!! ამ საკითხმა მეათასეხარისხოვანი სახე მიიღო როგორც პარტიაში, ასევე ტვ არხებზე და, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე,  მაგრამ რაღაც ნაწილშიც! არადა მიშას გარეშე ყველანი ნული ხართ, შინ და გარეთაც! მხოლოდ მიშისტებისგან ველოდები კომენტარებს, მხოლოდ პატრიოტი და მართალი ადამიანებისგან!”.მოგვიანებით კი დაწერა: ,,დაიწყო მცდელობა ჩემი პროფილის დარეპორტების.დამარეპორტეთ, თქვენი დედაც მო-ან. ეს რომ ქოცი არაა, ხომ გასაგებია” – წერს ბაჩანაშვილი.

Cesko