როცა ირინა ქუჩაში გამოდიოდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იქ იტიროსო – რას იხსენებს გურამ გირგვლიანი შვილის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ?

January 28, 19:13
0
1470

დღეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­დან 16 წელი გა­ვი­და. 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და მისი მე­გო­ბა­რი ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მე­ო­რე დღეს, 28 იან­ვარს, სან­დრო ოქ­რო­ყა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მას სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სან­დროს მკვლე­ლო­ბა ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მეა.

16 წე­ლია, ამ დღეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საფ­ლავ­თან მისი მამა, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

“სან­დრო ყო­ველ­თვის არის და იქ­ნე­ბა. დღე­საც ვიკ­რი­ბე­ბით სან­დროს საფ­ლავ­თან. 13 თე­ბერ­ვალს სან­დროს და­ბა­დე­ბის დღეა და ამ დღეს ყო­ველ­თვის სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ა­ში ვარ, იქ ჩა­მო­დი­ან ბი­ჭე­ბი, სან­დროს მე­გობ­რე­ბი, მაქ­სი­მუმ ერთი კვი­რით და ყო­ველ წელს იქ ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ მის და­ბა­დე­ბის დღეს. სულ მო­დი­ან ჩემ­თან. ეს არ არის ის ურ­თი­ერ­თო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ მი­დი­ან და მერე აღარც ახ­სოვთ, ან ეპი­ზო­დუ­რად ახ­სოვთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის და და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ჩვენ­თან ასე არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის მე­გობ­რებს სან­დრო ყო­ველ­დღე ახ­სოვთ და მე მათ­თან თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. დი­დია სან­დროს ბი­ჭე­ბის როლი, მას მარ­თლა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავს. ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა მე­გობ­რებ­ში”, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

მისი თქმით, ტრაგედიის მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი წევრს სინანული არ გამოუხატავს.

“ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ერ­თოდ ჭკუ­ი­და­ნაა გა­და­სუ­ლი და არ იცის, რას ამ­ბობს. რა უნდა თქვა მას­ზე? ან რო­მელ სი­ნა­ნულ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და და სი­ნა­ნუ­ლი მისი მხრი­დან კი არა, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” არც ერთი წევ­რის მხრი­დან, არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს. ახ­ლაც იმას ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თლე­ბი ვარ­თო. თურ­მე, დღეს ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ზე ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ დროს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. არ მინ­და ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. ბევ­რი რა­მის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ვერც გა­ი­გებ, პირ­ვე­ლი მე­ო­რე ცო­ლია, თუ რა ხდე­ბა მის პი­რად­ში, მაგ­რამ მა­შინ, როცა ირი­ნა ენუ­ქი­ძე ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ო­და და შვი­ლის მკვლე­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, სან­დრა რუ­ლოვსმა თქვა, დაჯ­დეს სახ­ლის კუ­თხე­ში და იტი­როს, ქუ­ჩა­ში კი არ უნდა გა­მო­დი­ო­დე­სო. ამ ხალ­ხზე სხვა რა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო, რა სი­ნა­ნულ­ზეა ლა­პა­რა­კი? მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი”, – თქვა მან.

წყარო: კვირის პალიტრა

Cesko