“დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია სისხლში დაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა” – ალეკსანდრ ლუკაშენკო

January 28, 17:05
0
439

ბელარუსის ლიდერის, ალეკსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინას “სლავურ წიაღში” აუცილებლად დააბრუნებენ.

“დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია სისხლში დაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ ვართ მონათესავე სლავური ერები, რომლებიც მოვდივართ ერთი ნათლობის ემბაზიდან. ჩვენი საერთო ფესვები საუკუნის წიაღიდან მოდის. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ძმობა ხომ ბევრად უფრო დიდი რამაა, ვიდრე გამოგონილი წყენები და ადგილობრივი პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუყოფელი კავშირები არის საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველი. ვიღაცეებს რომც არ უნდოდეთ, ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში დავაბრუნებთ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – თქვა ლუკაშენკომ.

წყარო – ტაბულა

Cesko