თუ გაწუხებს ფეხში ჩამავალი ტკივილი, დაბუჟება, წვის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა – ეს ინფორმაცია შენთვისაა!

0
429
388 Views

კლინიკა რე-ფლექსის ექიმმა, რეაბილიტოლოგმა გიორგი თოფჩიშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ვიდეომიმართვა აუტვირთა, სადაც ის მსხლისებრი კუნთის სიმპტომებზე საუბრობს. 

როგორც თავად ამბობს, აღნიშნული სიმპტომები იმდენად ჰგავს მალთაშუა დისკის თიაქარს, რომ ხშირად აქცენტებს შეცდომით აკეთებენ.

„იცოდით, რომ თქვენს ორგანიზმში არსებობს ერთი პატარა კუნთი, რომელსაც ხილის სახელი ჰქვია.

ის იმდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ მისი დისფუნქცია საკმაოდ მწვავე სიმპტომებს იწვევს.

საუბარია მსხლისებრი კუნთის სიმპტომზე, რომელიც თავისი სიმპტომატიკით იმდენად ჰგავს მალთაშუა დისკის თიაქარს, რომ შეცდომით აქცენტს აკეთებენ უშუალოდ დისკზე. ხშირად ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ, სამწუხაროდ ამ დროს ეს გზა არასწორია და მკურნალობაც უშედეგო.

მსხლისებრი კუნთი პრობლემას ქმნის თავისი მდებარეობის გამო. მის ქვემოთ გამავალი საჯდომი ნერვია, სწორედ ამ ნერვზე ზეწოლით ვიღებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ფეხში ჩამავალი ტკივილი, დაბუჟება, წვის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა.

მისი განვითარების ძირითადი მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესია. დიდ ხანს ჯდომისას დუნდულა კუნთის ტონუსი ქვეითდება და მისი ფუნქციის შესრულება უწევს მსხლისებრ კუნთს, რა დროსაც ხდება მისი გადატვირთვა და სპაზმი. შესაბამისად, ვიღებთ კომპრესიას საჯდომ ნერვზე“, – ამბობს გიორგი თოფჩიშვილი.

Cesko