(VIDEO) „წონასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს…“ – რა კითხვამ გააღიზიანა ტელეწამყვანი გვანცა დარასელია

0
1705
1,575 Views

ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. იგი ბოლო დროს ტელეეკრანიდან გაქრა, თუმცა როგორც თავად ავრცელებს ინფორმაციას მან ჟურნალისტური საქმიანობა ერთ-ერთ რადიოში სახელწოდებით „ქალების რადიო“ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

„ნულიდან დაწყებული საქმე, რომლითაც უკვე ვამაყობ! თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ამჯერად მოდელმა „ინსტაგრამზე“ გამომწერების სხვადასხვა კითხვებს უპასუხა, მათ შორის სილამაზესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას  – თუ რა ინექციებს იკეთებს?!

„წელიწადში ერთხელ ვიკეთებ ბოტოქსს წარბებს შორის, რადგან მაქვს წარბებს შორის მიმიკური ნაოჭის პრობლემა. წონასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც მეუხერხულება ჩემი დაბალი წონის გამო და არც მაკომპლექსებს. რაც არის, ეს არის. ბუნებრივად ასეთი ვარ და ჩემი თავი ასეთი მომწონს. ძვლებს რა ვუყო?“,- ამბობს ვიდეომიმართვაში გვანცა დარასელია.

 

Cesko