მამაკაცმა საოპერაციო მაგიდაზე იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ექიმები სხვისთვის გადასანერგად მისი გულის ამოსაღებად ემზადებოდნენ – შოკისმომგვრელი ამბის დეტალები

0
432
418 Views

კოშ­მა­რუ­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და აშშ-ში, კენ­ტუ­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რო­გორც nypost თვითმხილ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ორ­გა­ნო­ე­ბის დო­ნორ­მა სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე ზუს­ტად მა­შინ გა­იღ­ვი­ძა, რო­დე­საც ექი­მე­ბი გუ­ლის ამო­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

შემ­თხვე­ვა 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და. წამ­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ, თო­მას ტ.ჯ. ჰუ­ვე­რი კენ­ტუ­კის რიჩ­მონდ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბის დი­აგ­ნო­ზით, მას “ტვი­ნის სიკ­ვდი­ლი“ გა­ნუ­ვი­თარ­და. შემ­დეგ ჩა­ა­ტა­რეს ტეს­ტე­ბი იმის და­სად­გე­ნად, ღირ­და თუ არა მისი ორ­გა­ნო­ე­ბის ამო­ღე­ბა.

ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც იმ დღეს ჰუ­ვე­რის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­ე­ვა­ლა, იყო ნა­ტა­შა მი­ლე­რი. რო­გორც ის აცხა­დებს, 36 წლის ჰუ­ვე­რი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, რო­დე­საც ექთ­ნებ­მა ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს.

“ის მოძ­რა­ობ­და. რო­დე­საც იქ მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხე, რომ მას ცრემ­ლე­ბი ჩა­მოს­დი­ო­და. აშ­კა­რად ტი­რო­და“, – გა­ნუ­ცხა­და მი­ლერ­მა NPR-ს.

ფაქ­ტმა სა­ო­პე­რა­ციო ოთახ­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შოკ­ში ჩა­აგ­დო და ორმა ექიმ­მა, რომ­ლებ­საც პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და, უარი თქვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

მი­ლე­რის თქმით, ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ის ფაქ­ტი იყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად დო­ნო­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, კენ­ტუ­კის ორ­გა­ნო­ე­ბის დო­ნორ­თა საქ­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი არა­ე­თი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბას სხვა ექი­მებს სთხოვ­და.

“კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა და­უ­რე­კა ხელ­მძღვა­ნელს და ამ­ბობ­და, რომ “ამის გა­სა­კე­თებ­ლად სხვა ექი­მის პოვ­ნა სჭირ­დე­ბო­და,“ -გა­ნუ­ცხა­და მი­ლერ­მა გა­მო­ცე­მას.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ჰოს­პი­ტა­ლი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა.

დო­ნო­რის დის გან­ცხა­დე­ბით, მა­შინ მას ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ძმის მოძ­რა­ო­ბა იყო რეფ­ლექ­სუ­რი და ეს სი­ცო­ცხლის ნიშ­ნებს არ წარ­მო­ად­გენ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უარ­ყვეს კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. თუმ­ცა, კენ­ტუ­კის შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი სა­კითხს გა­მო­იკ­ვლე­ვენ. ბრალ­დე­ბებს ასე­ვე იძი­ებს ფე­დე­რა­ცი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის რე­სურ­სე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჰუ­ვე­რი გა­დარ­ჩა და ამ­ჟა­მად თა­ვის დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა შეძ­ლო, თუმ­ცა ჯერ კი­დევ აქვს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მეხ­სი­ე­რე­ბას­თან, სი­ა­რულ­სა და ლა­პა­რაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

Cesko