ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუას დაშორდა, თუმცა ამბობს, რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნეს.
როგორც ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი განმარტავს, ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თავიდან ასაცილებლად მოუწია განმარტების გაკეთება.
“ბევრი ჭორებიც თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.
ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე” – წერს ალექსანდრა.