„5 წლის ასაკიდან ჩემთნ ცეკვავდა. 19:00 საათზე რეპეტიციაზე უნდა მოსულიყო და 15 წუთით ადრე ეს მოხდა” – რას ამბობს ცეკვის პედაგოგი 11 წლის ლაზარეზე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა?

0
725
718 Views

7 ოქტომბერს, თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდი ლაზარე მერაბიშვილია. არსებული ინფორმაციით, ლაზარე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და გარდაიცვალა.

ლაზარე ცეკვის სტუდიის „პატარა გორდას” მოცეკვავე იყო. სტუდია ლაზარეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება და მის ფოტოებს აქვეყნებს:

„გული გაჩერდა, სული შეიძრა. ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი. გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე და არ მოხვედი”, – წერს „პატარა გორდა”.

ლაზარე მერაბიშვილის შესახებ „ფორტუნასთან” საუბრობს „პატარა გორდას” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მიგრიაული და აღნიშნავს, რომ ლაზარე სტუდიაში 5 წლის ასაკიდან დადიოდა:

„5 წლის ასაკიდან ჩემს სტუდიაში ცეკვავდა. ველოდებოდი, 19:00 საათზე რეპეტიციაზე უნდა მოსულიყო და 15 წუთით ადრე ეს შემთხვევა მოხდა”, – თქვა ნიკოლოზ მიგრიაულმა.

Cesko