ვინ არის ქალი, რომელსაც მანქანა დაეჯახა? მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა – ბავშვი დაკარგა და სახლში 9 თვის პატარა ელოდება…

0
345
538 Views

რამდენიმე დღის წინ მარტვილის რაონის სოფელ სალხინოში, მსუბუქი ავტომობილი ხუთი თვის ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ნანა ბასილაიას მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განცხადებით, ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. მას სახლში 9 თვის პატარა ელოდება.

გავრცელებული  ინფორმაციით, ალკოტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ მძღოლი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ის დაკავებულია.

Cesko