(ფოტოები) რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე – “მაშინ არ ეცალა, სხვა მიზნები ჰქონდა და ხელი შეეშლებოდა…”

0
323
102 Views

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა. ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო’მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

  • ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მამა, ამი­რან დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან შრო­მობ­და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ახლა კი დროა, რომ ქამ­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც იფიქ­როს:

– მე­რა­ბის ჩხუ­ბის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მოგ­ვაც­დე­ვი­ნოს მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არ უყუ­რებს შვი­ლის ჩხუბს, სულ ემო­ი­ებ­შია, როცა დას­რულ­დე­ბა, შემ­დეგ უყუ­რებს ხოლ­მე. ჩემი შვი­ლი ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი იყო, სულ ვარ­ჯი­შობ­და, რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და.

– მე­რა­ბის გარ­და სხვა შვი­ლე­ბიც თუ გყავთ, ისი­ნი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

– სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არი­ან. ერთი ამე­რი­კა­შია, მუ­შა­ობს იქ, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვია. მე­ო­რე აქ მუ­შა­ობს, დაც­ვა­ში.

– რა ხდე­ბა მე­რა­ბის მო­რი­გი ბრძო­ლის დროს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად?

– ყვე­ლა ვიკ­რი­ბე­ბით მე­ზობ­ლე­ბი, დიდი ქე­ი­ფი გვაქვს ხოლ­მე.

– რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებს თქვე­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

– როცა შე­უძ­ლია, სულ ჩა­მო­დის და აუ­ცი­ლებ­ლად, თა­ვის სო­ფელ­ში. ახლა ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თვის ბო­ლოს ალ­ბათ, ჩა­მო­ვა და მოგ­ვი­ნა­ხუ­ლებს.

– მე­რაბ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე ვა­პი­რებ­დი და­ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა არ შედ­გაო. ალ­ბათ, რო­გორც ხში­რად ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი, თქვენც ეუბ­ნე­ბით შვილს, რომ “ცოლი მო­იყ­ვა­ნოს…”

– რა თქმა უნდა, მაგ­რამ მა­შინ არ ეცა­ლა მე­რაბს. ხელი შე­ეშ­ლე­ბ­და, სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და. ქა­მა­რი უნდა მი­ე­ღო. ახლა უკვე ეკუთ­ვნის ქალი (იცი­ნის…)

– ქარ­თვე­ლი რძა­ლი გინ­დათ, თუ მთა­ვა­რია მე­რაბს უყ­ვარ­დეს?

– კარ­გი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი თუ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­საც შე­იყ­ვა­რებს, ის იქ­ნე­ბა კარ­გი, მაგ­რამ ქარ­თველ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

– ბა­ტო­ნო ამი­რან, მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მხი­ა­რულ ვი­დე­ო­ებს. ყო­ველ­თვის ასე­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და?

– კი, კი, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს იგო­ნებს.

– რო­გორ უნდა გა­ზარ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი?

– ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლო და პი­რი­ქით, ხელი უნდა შე­უ­წყო თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, შვილ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად იაქ­ტი­უ­რებს და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­რა­ბი ყო­ველ­თვის შრო­მობ­და, რომ წე­რენ ხოლ­მე, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­დაო, ჩვენ­თვის შრო­მა სა­თა­კი­ლო არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

მე­ო­თხე კლას­ში იყო მე­რა­ბი, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით სამ შვილ­თან ერ­თად. ბი­ჭე­ბი უკვე დი­დე­ბი იყ­ვნენ. ზა­ფხულ­ში მე­რა­ბი ბე­ბი­ას­თან ჩა­დი­ო­და სო­ფელ­ში და ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და. ახლა მე ვცხოვ­რობ სო­ფელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, შვი­ლე­ბი წა­სუ­ლე­ბი არი­ან.

– რა ოც­ნე­ბა აგიხ­დი­ნათ უმ­ცროს­მა შვილ­მა, რისი ახ­დე­ნაც თქვენ ვერ შე­ძე­ლით ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე?

– ჩემი ოც­ნე­ბა თა­ვად მე­რა­ბია და ახლა ქა­მა­რიც შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სა­ჩუქ­რებს, მე და მე­უღ­ლე ისე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ, ყო­ველ­თვის ვშრო­მობ­დით, მდიდ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნით მი­ვაღ­წი­ეთ.

წყარო: https://www.ambebi.ge/

Cesko