91 Views
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის – 3 ქალი, 6 ბავშვი და 3 კაცია, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ეძინათ, როცა მეწყერი ჩამოწვა.
ყველა ცხედარი ნაპოვნი და ნანგრევებიდან ამოყვანილია. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.