„გესალმებოდა ისე გულითადად, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო!“ – მამა თეიმურაზის ცხედარი წმ. დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს (ვიდეო)

0
795
106 Views

მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ბლოგერი ბექა ერიაშვილი მამა თეიმურაზ ქორიძეს იხსენებს.

როგორც ერიაშვილი წერს, მამა თეიმურაზი ნამდვილი ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო.

„ბევრს შეგხვდებოდათ უკვე მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის პოსტები, მისი ქადაგებები და ლექსები გაზიარებული. ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო და მინდა ჩემი ორი სიტყვა ვთქვა მასზე და ავხსნა რატომაც.

ვიცნობდი სასულიერო სემინარიიდან, ჩემზე ერთი კურსით წინ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ გვაქვს ნასაუბრები და შეხვედრისას ოდენ მისალმებით შემოვიფარგლებოდთ ხოლმე, ამითაც კი ვხვდებოდი, რომ საოცარი პიროვნება იყო. გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო! როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გული სიხარულითა და იმედით გევსებოდა, რომ კიდევ არსებობენ  სიყვარულის უანგაროდ გამცემი ადამიანები და მეორე დღეს ელოდი, რომ ისევ მისალმებოდი. ჰქონდა(აუცილებელი არაა ღმერთის რწმენა, რომ ეს შეგემჩნია და გეგრძნო) რაღაც არაამქვეყნიური ენერგია და მადლმოსილება, ვინც მას იცნობდა, ამაში უკლებლივ ყველა დამეთანხმება. იმ საზარელ ადგილას(სასულიერო სემინარიაში) ანათებდა და იმედის მბჟუტავი სხივი იყო, რომ საქართველოს ეკლესიას კიდევ ჰქონდა მომავალი.

ვინც მიცნობთ იცით, რომ უხიაგი და უნამუსო სამღვდელოება და ეპისკოპატი იმდენჯერ მყავს ნალანძღი, მაგდენი გახარება თქვენ, მაგრამ მამა თეიმურაზი ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო! მასთან ერთად მოკვდა ჩემი იმედები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის.

მილიონერი ეპისკოპოსები ცოცხლივ ლპებიან ფუფუნებაში, მოსიარულე გვამებად არიან ქცეული და ანგელოზივით მამა თეიმურაზი კიდე, 30 წლის ბიჭი, მიებაროს უნდა მიწას. აბა, სადაა უფლის სამართალი? როგორც ჩანს ზედმეტად კარი იყო ამ ჯოჯოხეთად ქცეული ქვეყნისთვისა და ეკლესიისთვის.

ნეტა არ მცოდნოდა რა სიკეთისა და ბავშვური კეთილშობილების მატარებელი იყავი, იქნებ ასე არ ჩამგლეჯოდა გული ამ ქვეყნიდან შენი უდროოდ გასვლით,“ – წერს ბექა ერიაშვილი.

Cesko