98 Views
დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა თბილისში სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტო-მატში, ლამინირებული 100-ლარიანის გამოყენებით, 30 ათასზე მეტი ლარი ჩაირიცხა.
ბრალდებულს ამ დროს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. სამართალდამცველებმა ის დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ კრიპტოვალუტა სრულად ამოიღო.