რამდენად სერიოზულია ტრავმა?- ბუდუ ზივზივაძის პირველი კომენტარი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ 

0
552
85 Views

გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის  ტრავმაზე წერდა.

„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.

საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ,” – უთხრა ბუდუმ ქართულ სპორტულ გამოცემას.

Cesko