„ხალხნო შევწუხდი! ქართველები ვართ, ქართველები… ტვინი წაიღეს გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე“ – რა მიმართვას ავრცელებს გიორგი მიქაუტაძის დედა

August 5, 12:12
0
144

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის დედა, ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. Geo Team მას ქართველი ბომბარდირის დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად ავრცელებს:

„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“, – წერს გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის დედა ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

Cesko