შეერთებულ შტატებში საკრუიზო გემის ეკიპაჟმა შემთხვევით აღმოაჩინა ღია ოკეანეში მოცურავე ძაღლი და გადაარჩინა. ამის შესახებ People წერს.
გამოცემის ცნობით, კვირას, 28 ივლისს, ფლორიდის ყურეში საკრუიზო იახტის მგზავრებმა დაინახეს ძაღლი ოკეანეში, რომელიც წყალში ნაპირიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრის დაშორებით ცურავდა. მათ ამის შესახებ მაშინვე შეატყობინეს გემის კაპიტანს, ტერი ჯონსს. მან საგულდაგულოდ შეანელა სვლა და რამდენიმე მანევრი გააკეთა, რათა ცხოველს იახტის უკანა მხარეს შეძლებოდა მიცურება, სადაც საცურაო პლატფორმა იყო განთავსებული.
ძაღლი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ის დაიპული იყო, მაგრამ ჩიპი წყალში დიდხანს ყოფნის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ერთ-ერთმა მეზღვაურმა ძაღლი სახლში წაიყვანა, სანამ ცხოველის პატრონი გამოჩნდება. ოკეანეში მოცურავე ძაღლის შესახებ მედიაშიც დაწერეს.