დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ… – რა გეგმები აქვს ძიუდოს ფედერაციას გურამ თუშიშვილთან დაკავშირებით

0
2824
79 Views

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

ქევხიშვილმა ასევე ისაუბრა გურამ თუშიშვილზე, რომელმაც ტედი რინერთან შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და ოლიმპიადას გამოეთიშა.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც შევძელით. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ემოცია, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. მიხარია, რომ გავაგრძელეთ ის კურსი, რაც ტოკიოს ოლიმპიადაზე დავიწყეთ. იქ მიღწეული შედეგი არ იყო შემთხვევითი და დღეს ეს ყველას ვაჩვენეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძიუდოს და ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის.

ოლიმპიადა სხვა ფენომენია. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ სამი მედლით ამაყად ვბრუნდებით საქართველოში, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. თანაც, ერთ მედალი ლეგენდარულია, გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

გურამ თუშიშვილის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, კომუნიკაცია გვაქვს, ეს ცხელი პერიოდი გაივლის და უფრო დალაგებულ სიტუაციაში შევეცდებით, სასჯელი არ იყოს ისეთი, რაც მას კარიერაში ხელს შეუშლის. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

Cesko