90 Views
28 ივლისს ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ამჯერად ნეაპოლელთა მეტოქე ალბანური ეგნატია იყო, რომელსაც იტალიელებმა 4:0 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ კუთვნილი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, დღეს გამართული ვარჯიში კი ქართველმა ფეხბურთელმა ნაადრევად დატოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კვარაცხელია ჯერ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შემდეგ კი გუნდის ექიმმა, რაფაელე კანონიკომ გასახდელში შესამოწმებლად წაიყვანა.
კიდევ ერთი იტალიური მედიის, კერძოდ Areanapoli-ს მტკიცებით, საქმე ისაა, რომ კვარაცხელიას კონტეს ვარჯიშებისთვის შეჩვევა და ადაპტაცია სჭირდება, რაც დროთა განმავლობაში მწყობრში ჩადგება.