ჰავანის პორტში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდები შევლენ – რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის

0
167
130 Views

რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის. კუბის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰავანის პორტში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდები შევლენ.

„27-დან 30 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის გემები ჩავლენ ჰავანის პორტში, მათ შორის: სასწავლო გემი „სმოლნი“, საპატრულო ფრეგატი „ნეუსტრაშიმი“ და ტანკერი „ელნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსი მეზღვაურები შეხვდებიან კუბის საზღვაო ძალების ხელმძღვანელს, ჰავანის ხელისუფლებას და ასევე მიიღებენ მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში.

გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება გემ „სმოლნის“ მონახულება 28 ივლისს და 29 ივლისს.

12 ივნისს ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო მოიერიშე ჯგუფი, რომელშიც შედის ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“, მომარაგების ტანკერი „აკადემიკ პაშინი“ და აზღვაო ძალების სამაშველო ბუქსირი, შორ მანძილზე მოგზაურობის დროს შევიდა ჰავანის პორტში. რუსეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საზღვაო ძალების მთავარი შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის, ვიცე-ადმირალ მიხაილ ნეუპოკოევის მეთაურობით 17 ივნისამდე გაგრძელდება.

Cesko