CNN: აშშ-ს ტრამპის მკვლელობის ირანული გეგმის შესახებ სადაზვერვო ცნობები ჰქონდა

0
152
25 Views

ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლის ირანული გეგმის შესახებ წყაროსგან სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ გეგმასთან კავშირში არ არის 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც 13 ივლისს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა.

ამასთან, CNN ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ზემოხსენებულ გეგმასთან დაკავშირებით, საიდუმლო სამსახურსა და ტრამპის კამპანიის გუნდს 13 ივლისის ყრილობამდე მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბარში ამბობს, მათ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ტრამპის უსაფრთხოების მიზნით დამატებითი დაცვითი რესურსები მოაბილიზეს.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​კი მძიმედ დაშავდა.

მალევე ცნობილი გახდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, გაანეიტრალეს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო ზედაპირული დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია.

Cesko