პესკოვი: მკვლელობის მცდელობის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის კონტაქტი არ ყოფილა

0
100
34 Views

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა.

„არა, ის არ დაკავშირებია და არანაირი კონტაქტი არ იგეგმება“, – განაცხადა პესკოვმა.

მკვლელობის მცდელობაზე საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ კრემლმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ინფორმაციისთვის, ტრამპს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე მძიმედ დაშავდა. თავად თავდამსხმელი კი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

Cesko