„ბოროტების წინაშე ქედს არ მოვიხრით“ – დონალდ ტრამპი

0
141
183 Views

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, მას და მის მხარდამჭერებს არაფრის არ ეშინიათ.

„მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ რაღაც წარმოუდგენელი არ მომხდარიყო. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, ბოროტების წინაშე ქედს არ მოვიხრით“, – ამბობს ტრამპი. 

მისივე თქმით, ახლა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ ყველანი. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას ამ კვირაში, უისკონსინში“, – წერს ტრამპი. 

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​კი მძიმედ დაშავდა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Cesko