ნინო ფოჩხუა უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე – წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი – ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ

0
109
33 Views

ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

მისი თქმით, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია.

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, (ღმერთმა დაგვიფაროს) ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მიდის ახალგაზრდების მობილიზაცია, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი ანუ თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, (აგენტურას როგორ გაწირავენ) ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია, უცხოელი პატრონებისგან არ მიკვირს, მაგრამ ამ ჩვენი არასამთავრობოების გაყიდულ წარმომადგენლებს ნუთუ სინდისი არ შეაწუხებს სხვისი შვილების სისხლის კალო რომ დადგება ქვეყანაში, თუმცა ლომჯარიებს სად აქვთ სინდისი, როცა საქართველოს ცაზე ბომბების წვიმას ნატრულობენ. წარმოუდგენელია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ამ სცენარს ამზადებენ ჩვენთვისაც, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, არავის უნდა მივცეთ უფლება დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას,” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Cesko