ნატო ალიანსის ისტორიაში ყველაზე მკაცრი განცხადების გაკეთებას აპირებს, რომლითაც ჩინეთს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – Bloomberg

0
95
29 Views

ნატოს ლიდერები ალიანსის ისტორიაში ყველაზე მკაცრი განცხადების გაკეთებას აპირებენ, რომლითაც ჩინეთს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ იმის ფონზე, რომ უკრაინასთან ომისთვის პეკინი დრონებს ავითარებს. ამის შესახებ Bloomberg-ს საკითხთან დაკავშირებულმა ადამიანებმა განუცხადეს.

ნატო ჩინეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „მნიშვნელოვან ფაქტორად“ მოიხსენიებს, – ნათქვამია კომუნიკეს ბოლო პროექტში, რომელიც ალიანსის სამდღიანი სამიტის დასასრულს გამოქვეყნდება და რომელიც Bloomberg-მა ნახა.

პროექტში დეტალურადაა აღწერილი ჩინეთის მიერ ორმაგი დანიშნულების მასალების მიწოდებაზე, როგორებიცაა იარაღის კომპონენტები, აღჭურვილობა და ნედლეული, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სექტორს ემსახურება.

წყაროების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეებს ჩინეთის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია სამიტის წინ მიაწოდა, რათა გაძლიერებულიყო საერთო შეშფოთება გაფართოებული თავდაცვითი პარტნიორობის გამო.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ჩინეთი „ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემურ გამოწვევებს“ ქმნის, მათ შორის კიბერაქტივობებითა და დეზინფორმაციით, ასევე, მისი შესაძლებლობების განვითარებით კოსმოსური სივრცის წინააღმდეგ.

ამასთან, პროექტის ფორმულირება შესაძლოა, საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებამდე შეიცვალოს.

Cesko