უეფამ რონალდუს წინააღმდეგ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

0
97
21 Views

კრიშტიანუ რონალდუ დაადანაშაულეს რეკლამაში, რომელიც უეფას წესებს არღვევს. კომპანიების, Visa-ს და Coca-Cola-ს საერთაშორისო სპონსორობის განყოფილების ყოფილმა უფროსმა რიკარდო ფორტმა განაცხადა, რომ რონალდუმ, რომელიც ფიტნეს-კომპანია WHOOP-თან თანამშრომლობს, უეფას წესები დაარღვია. ინფორმაციას afaqs.com ავრცელებს.

საუბარია WHOOP-ის პუბლიკაციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ რონალდუს ფიტნეს-მოწყობილობა ეკეთა, რომელიც პირტუგალია – სლოვენიის მატჩის დროს მის მდგომარეობას აკონტროლებდა. ამ ინფორმაციის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ პენალტის სერიამდე პორტუგალიელი ვარსკვლავის პულსი წუთში 170-დან 100 დარტყმამდე შემცირდა, ხოლო როდესაც ბერბარდუ სილვამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, გულის ძგერა 180-მდე გაიზარდა.

„კრიშტიანუ და WHOOP „ემბუშ-მარკეტინგში მონაწილეობდნენ (ambush marketing არის რეკლამის ტიპი, როდესაც კომპანია ცდილობს საკუთარი თავი დააკავშიროს მოვლენებთან, რომლის სპონსორი ოფიციალურად არ არის). ეს უკანონობაა. ფეხბურთელიც და კომპანიაც უნდა დაჯარიმდნენ“, – დაწერა ფორტმა სოციალურ ქსელში.

გასულ წლებში უეფამ ემბუშ-მარკერინგისთვის ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი დააჯარიმა, მას 80 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწია, ასევე ერთი თამაშით დისკვალიფიცირებული იყო იმისთვის, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიის ნაკრების მიერ გატანილი გოლის შემდეგ  საცვალზე გამოსახული ბუკმეკერული კომპანიის ლოგოტიპი გამოაჩინა.

Cesko