“ბუდუ მზად არის და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი.. “- ზივზივაძის მამა

0
152
20 Views

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება ახლა გერმანიისკენ არის მიპყრობილი – ორი ღირსეული მატჩის შემდეგ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩეხეთთან დაპირისპირების დროს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად მან მოედანზე ბუდუ ზივზივაძე არ გამოიყვანა, ქომაგების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი შეფასება გავრცელდა.

აღნიშნულ საკითხზე, “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ ისაუბრა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ და თქვა, რომ „ბუდუ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა და ელოდება შანსს, რომ ნაკრებს გა­მოად­გეს“.

„ბა­ტო­ნო კახა, ბუ­დუს გა­მოყ­ვა­ნას მო­ე­დან­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ, მწვრთნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

– ბუდუ მზა­დაა და ყო­ველ თა­მაშ­ზე ელო­დე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ნი­ო­ლი. რა გი­თხრათ, ვერ ჩას­ვა ალ­ბათ და­გეგ­მილ და წარ­მოდ­გე­ნილ თა­მა­შის სქე­მა­ში.

– რო­გორ გან­წყო­ბა­ზეა ახლა, თუ ახერ­ხებთ მას­თან სა­უ­ბარს?

– ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. არ ვუშ­ლით ხელს. საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა, თა­ვის შანს ელო­დე­ბა, რომ გა­მოად­გეს ნაკ­რებს.

– თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი შაი, ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად იქცა. მა­მის თა­მაშს თუ ადევ­ნებს თვალს?

– შაი ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, იმ სა­ში­ნელ წვი­მა­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ელო­და მა­მის გა­მოს­ვლას მო­ე­დან­ზე. მამა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა. ჩე­ხეთ­თან თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და ჩა­ე­ხუ­ტა კი­დეც“, – აღნიშნავს კახა ზივზივაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

Cesko