202 Views
სახელისუფლებო მედიის “პოსტვ”-ს მუსიკალური ბენდიდან მომღერალი და ტელეწამყვანი მანუ მურღულია წავიდა.
როგორც ირკვევა, “ნიკოს ბენდი” მურღულიამ მოულოდნელად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. Ambebi.ge-სთან საუბრისას ბენდის ხელმძღვანელმა ნიკო ნანიტაშვილმა აღნიშნა, რომ მათ შორის კამათი არ ყოფილა:
“მისი წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა, ძალიან მშვიდად წავიდა.”
AMBEBI.GE დაუკავშირდა მანუ მურღულიასაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.