სკანდალი: გაირკვა ევროკომისრის ვინაობა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა “მეგობრულად შეახსენა” და “კარგად დაფიქრება ურჩია”

0
398
37 Views

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მინდა გამოვხატო ჩემი ძალიან გულწრფელი სინანული, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული“.

„ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაცია. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ, თუნდაც ევროპაში“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

„კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია. მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპული მომავლისკენ“, – დასძინა მან.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაავრცელა განცხადება, რომ მას ერთ-ერთმა ევროკომისარმა მოულოდნელი მაგალითი მოუყვანა:

“ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – აღნიშნული იყო პრემიერის განცხადებაში.

Cesko