არაფერი მკითხოთ – დატოვეს თუ არა “იმედი” სალომე ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა

0
134
19 Views

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით ტო­ვე­ბენ, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, “პოსტვის” წამ­ყვა­ნის ანი ამი­ლახ­ვა­რი გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც წერ­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ასე­ვე გა­ა­ჩე­რეს გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ირმა სო­ხა­ძე გახ­ლდათ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის მი­ზე­ზიც სო­ხა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გახ­და, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო.

5 მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა. რო­გორც სხვა­დას­ხვა მე­დია წერ­და, არ­ხი­დან წა­სულ­თა შო­რის იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი, მათ შო­რის “იმე­დის დი­ლი­სა“ და “პრა­იმ­შო­უს”

სი­ა­ში მოხ­ვდნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი – ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა “პრა­იმ­შო­უს“ – ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

“იმე­დის” იმ წამ­ყვა­ნებ­ში, ვინც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იყ­ვნენ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

“ბავ­შვებს ხელს ნუ ურტყამთ”, – წერ­და ნინი, ხოლო სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა “ინ­სტაგ­რა­მის” სთო­რი­ში, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.

ვინ და­ტო­ვა რე­ა­ლუ­რად ტე­ლე­ვი­ზია?
იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის, ვინც ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად და­ტო­ვა არი­ან: ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. მათ შო­რის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ მხო­ლოდ ეკა ამი­რე­ჯიბ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ტე­ლე­ვი­ზი­ას პოს­ტით და­ემ­შვი­დო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილს, ისი­ნი “იმედ­ზე“ მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

Cesko