“თუ არის სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, თანამშრომლობისთვის მზად ვართ” – კახა კალაძის განცხადება

0
160
33 Views

“თუ არის რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი, რისი შეს­წო­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მზად ვართ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის – ამას ვი­თხოვთ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ვინ­მე, ერ­თმა და­ლოც­ვილ­მა ადა­მი­ან­მა წარ­მო­ად­გი­ნოს, რა­ტო­მაა პრობ­ლე­მუ­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი [“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“] კა­ნონპ­რო­ექ­ტი” – ისაუბრა კახა კალაძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

“პრე­ზი­დენ­ტი ამ კა­ნონპ­რო­ექტს [“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“] სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­ტოს და­ა­დებს. ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. ვე­ტოს შემ­თხვე­ვა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, რომ თუ არის რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი, რისი შეს­წო­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ამას ვი­თხოვთ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ვინ­მე, ერ­თმა და­ლოც­ვილ­მა ადა­მი­ან­მა წარ­მო­ად­გი­ნოს, რა­ტო­მაა პრობ­ლე­მუ­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და ზო­გა­დად, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა, გამჭვირ­ვა­ლო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ევ­რო­პას, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. რა­ტო­მაა ეს ცუდი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია. ასე­ვე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ, ჯიმ ო’ბრა­ი­ან­მა მკა­ფი­ოდ აღ­ნიშ­ნა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთე­ლი რიგი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი კურ­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­ამ­ყა­რა. დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი შე­უშ­ლის ხელს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­პი­რე­ბაა და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ხალ­ხის ურ­ყე­ვი სურ­ვი­ლი“ – აღნიშნა მან.

Cesko