ნინი ბადურაშვილმა ქმართან დაშორების ნამდვილი მიზეზი გაამხილა – ნახეთ რა თქვა მომღერალმა

0
424
32 Views

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ქორწინების შესახებ ისაუბრა და იმ პერიოდში მის მიმართ ბულინგიც გაიხსენა.

“დაუმსახურებელი იყო ის ბულინგი, რაც მოჰყვა როდესაც გავთხოვდი. რა აჟიოტაჟიც ატყდა, რა გარჩევ-გამორჩევაც, რა განხილვებიც იყო, რა უბედურებებიც ტრიალებდა. ვიღაცას შეიძლება ის მოსწონდეს, ვიღაცას არა, მაგრამ ასეთი მასშტაბური და თან ძალიან ცუდი ბულინგი ცოტა მახსოვს. ვფიქრობდი, რომ არ უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ადამიანი ხარ, მაინც ნერვები გეშლება.

ემოციურად მაშინ ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით კარგად, ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა მე და მისი დაქორწინება. არც ის მიცნობდა და არ იცოდა ჩემი ხასიათი, არც მე ვიცნობდი მას ხასიათით, შესაბამისად, ალბათ მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება. შეიძლება მეც გამეწია ანგარიში, მასაც, უფრო დიდ ხანს ვყოფილიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დასრულდა, რადგან ტიპაჟურად მაინც ვერ ვიყავით ერთნაირი” – ამბობს ბადურაშვილი “ნოესთან” აღიარა, რომ მისი ქორწინება არ იყო მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული.

Cesko