24 Views
ტეხასის შტატში ქალი დააკავეს იმის გამო, რომ სავარაუდოდ, შვილს ტუალეტიდან წყლის დალევას აიძულებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კლაუდია 3 აპრილს დააკავეს მას შემდეგ, რაც ბავშვი ტირილით მივიდა სკოლაში და ინციდენტის შესახებ სკოლის მრჩევლებს და მასწავლებლებს განუცხადა.
ბიჭმა სკოლის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ „ის თმით შეათრიეს აბაზანაში და თავი ტუალეტში ჩააყოფინეს, შემდეგ კი აიძულეს ტუალეტის წყლის დალევა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მისი ბრალდებების შემდეგ, ვუდვეის პოლიციამ და ბავშვთა დაცვის სამსახურმა სიტუაცია გამოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ ბიჭზე, სავარაუდოდ, სხვა დროსაც ხდებოდა ძალადობა.
როგორც გაირკვა, დედა შვილზე ფიზიკურადაც ძალადობდა. ბიჭი მისი უსაფრთხოებისთვის ოჯახის წევრთან მოათავსეს, დედა კი დააპატიმრეს.