“ცნობილმა გინეკოლოგმა თავის ნათლულს გაუყიდა შვილი”, – დაუჯერებელი ამბავი, რომელიც თამუნა მუსერიძემ მოყვა

0
218
36 Views

თამუნა მუსერიძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც ორგანიზაცია “ვეძებ” დაარსა. მუსერიძე ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში გაყიდეს და თავიანთ ბიოლოგიურ მშობელს ეძებენ.

მუსერიძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა და ერთი შემზარავი ისტორია მოყვა:

„როცა ჯგუფი შევქმენით გამოჩნდა გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ქმარი იყო აყვანილი. დედამთილს ინცესტისგან თავის ასარიდებლად ვკითხე ვინ არის მშობელიო. მან უპასუხა, რომ მშობლის ვინაობა არ იცოდა, თუმცა იცოდა გინეკოლოგი ვისგანაც იყიდა.

 ამ გინეკოლოგთან მივიდა ეს გოგო თავიდან ზემოდან უყურებდა ირონიით, თუმცა შემდეგ როცა ტელევიზიებით დაემუქრა ალაპარაკდა და უთხრა, რომ არავისთვის ეთქვა. როგორც ირკვევა აღნიშნულმა გინეკოლოგმა თავის ნათლულს გაუყიდა შვილი, რადგან სვანი გოგო იყო და გადაუწყვიტა, რომ ოჯახი მას ამ მდგომარეობაში არ მიიღებდა“, – ჰყვება თამუნა მუსერიძე.

Cesko