26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორია დაწერა საბერძნეთის დამარცხების შედეგად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
სხვა დანარჩენ სპორტსმენებთან ერთად ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ფანებმა ნაკრებში გამოჩენისთანავე განსაკუთრებით შეიყვარეს.
“ჩვენ ეს შევძელით, ყველამ ერთად დავწერეთ საქართველოს ისტორია. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს! საოცარი ემოციაა პენალტებით გამარჯვება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. @euro2024, ჩვენ მოვდივართ”, – დაწერა “ინსტაგრამზე” მიქაუტაძემ გამარჯვების შემდეგ.
“მიქაუტაძე არსად ჩანს და ყველამ ვიცით, მის გულში რაც ხდება… პენალტები ისეთ ვარსკვლავებს გაუფუჭებიათ ეგეთები, რომ აღარ განმეორდებიან. ამიტომ დიდი წარმატება მას, ეს გამოცდილება დიდ ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს. “მიქაა”, ვამაყობთ შენით”, – წერს გიორგის ერთ-ერთი ფანი სოციალურ ქსელში
“გიო, შენ გენაცვალე, არავის ახსოვს ის პენალტი… შენ უნდა გვყავდე კარგად და მაგრად. ერთ კაცს არ დასცდენია ცუდი რამე. გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე”, – წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.