24 Views
ჩემპიონშიფის მე-40 ტურში, “უოტფორდი” მე-6 ადგილოსან “ვესტ ბრომვიჩს” ესტუმრება, მატჩი 1 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
რამდენიმე წუთის წინ “უოტფორდმა” სამატჩო შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების შემტევი – გიორგი ჩაკვეტაძე.
“უოტფორდის” მთავარმა გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. მთავარ მწვრთნელს – ტომ კლევერლის გიორგი ჩაკვეტაძის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწია, რისი მიზეზიც ქართველი ფეხბურთელის უეცარი ავადმყოფობა გახდა.