საქართველოში მომდევნო კვირაში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება-წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს “>ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის თქმით, გამოდარებას უახლოეს დღეებში არ უნდა ველოდოთ:
,,არც ერთი ზამთარი არ გრძელდება სამუდამოდ, არც ერთი გაზაფხული არ გამოტოვებს თავის რიგს, ჯერჯერობით არასტაბილური და ცივი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მთავარია მოთმინება და სითბოც მოვა. მომდევნო კვირა საქართველოში, ძირითადად ისევ ნაცრისფერი და წვიმიანი იქნება.
ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არსად არ არის მოსალოდნელი, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, დღისით +12, +14 გრადუსამდე დათბება.
ვინაიდან გრძელვადიანი პერსპექტივით (გადაბმულად 2-3 დღით) გამოდარება მოსალოდნელი არ არის, არ დაგეგმოთ გარე ფაქტორებთან დაკავშირებული საქმეები მომდევნო კვირაში”,- წერს კობა ფარტენაძე.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
25 Views