85 Views
“თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით დიდ მწუხარებას გამოვხატავთ მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგის, ქალბატონ დოდო ცინცაძის გარდაცვალების გამო.
⬛
2023 წლის 4 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. მისი კლასი მუდამ ვარსკვლვ პიანისტთა სამჭედლოდ ითვლებოდა.
⬛
გულითადად ვუსამძიმრებთ ქალბატონი დოდოს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.
ეს მართლაც დიდი დანაკარგია ქართული სამუსიკო საზოგადოებისთვის.
⬛
პანაშვიდისა და დაკრძალვის დეტალებს გასაჯაროვებისთანავე გავაზიარებთ”