26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

0
142
18 Views

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. საღამომდე ენერგია თანდათან დაიკლებს, ამიტომ შრომატევად საქმეებს უნდა მოერიდოთ. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ – უმჯობესია, სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

კურო

ზოგი თქვენი ოცნება შეიძლება პირიქით ახდეს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ, თორემ შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდეთ. სავარაუდოდ, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ტყუპები

ამ დღეს უპირატესობა ინდივიდუალურ სამუშაოს უნდა მიანიჭოთ და კოლეგებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება – რთული პრობლემების გადაჭრას და ახალი კლიენტების მოძიებას შეძლებთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება და რამდენი ხანს გაგრძელდება ის.

კირჩხიბი

საქმიანი მოლაპარაკებები დილით უფრო წარმატებული იქნება, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დღის პირველი ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ახალი პროექტის დაწყება ბევრ პრობლემას და სირთულეს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ.

ლომი

ამ დღეს სხვადასხვა ცდუნებასთან და სისუსტესთან ბრძოლა მოგიწევთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად ადრე შედგენილი გეგმა მკაცრად უნდა დაიცვათ და გზიდან არ გადაუხვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია მიიღოთ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

ქალწული

წვრილმანი უსიამოვნებები გაღიზიანებთ და მუშაობაში ხელს გიშლით. თუ პრობლემას ახლავე არ მოაგვარებთ, თოვლის გუნდასავით გაიზრდება და თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს. ხანმოკლე მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ამიტომ დათანხმდით შეთავაზებას გარემოს შეცვლის შესახებ. ეს ენერგიით აგავსებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

სასწორი

მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან შეიძლება საუბარი მოულოდნელად ჩხუბში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრები დილით დაგეგმოთ, როდესაც თქვენი დიპლომატიური უნარები მაღალ დონეზე იქნება – შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და ისინი მხარდამჭერებად აქციოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველა საკითხი სწრაფად უნდა მოაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი პრობლემები მუშაობაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, არაკეთილმოსურნე ადამიანებთან საერთო ენა გამონახოთ და შეიძლება მტრები მეგობრებად აქციოთ.

მშვილდოსანი

გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკული თვალსაზრისით უნდა იხელმძღვანელოთ. ამ დღეს იმპულსური მოქმედებები უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი წარსულიდან ზოგი პრობლემა ან ადამიანი დაბრუნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ფრთხილად იყოთ.

თხის რქა

სტრესული და არახელსაყრელი დღეა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ, ამასთან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგექმნათ. საღამოს საშუალება გექნებათ, მეგობრებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, თუმცა ფულის ზედმეტ ხარჯვას უნდა ერიდოთ.

მერწყული

დილა დღის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული დრო იქნება. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, როცა ენერგიით სავსე ხართ. საღამოს რთულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება გაგიჭირდებათ. ბავშვობის მეგობართან შეხვედრა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს აქტიურობას მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ თუ ემოციების მართვას არ ისწავლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

წყარო: ფანთაიმი

 

Cesko