მეფარიშვილების ოჯახში ბარბარობას მესამე გოგონა ტატა დაიბადა. ამ ოჯახის ტრაგედიამ 2022 წლის 13 ოქტომბერს მთელი საქართველო შეძრა. 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე, ვაკის პარკში არასწორად დამონტაჟებულმა შადრევანმა იმსხვერპლა.
გოგონა დედა, ანა შოშიაშვილი სოციალური ქსელში ფოტოებს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ მარიტას უმცროსი და შეეძინა, რომელიც პატრიარქმა და სასულიერო პირებმა მონათლეს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახში ყოველი მესამე და შემდეგი შვილის ნათლია პატრიარქია, ხოლო, ახალი წესის მიხედვით, ოჯახს მხოლოდ ორი ნათლიის შერჩევა შეუძლიათ. მეფარიშვილების ოჯახმა არჩევანი სასულიერო პირებზე, მამა შალვა კეკელიაზე და მამა საბა ჭიკაიძეზე გააკეთეს.
როგორც მამა საბამ “ამბებთან” საუბარში აღნიშნა, ოჯახს ტრაგიკული მოვლენის შემდეგ დაუახლოვდა.
„ოჯახს მარიტაზე კიდევ ერთი წლით უფროსი გოგონა ჰყავთ, ტატა მესამე შვილია. მხოლოდ სასულიერო პირებმა მოვნათლეთ, პატრიარქი, მე და მამა შალვა ვიყავით ნათლიები. ოჯახს მანამდე არ ვიცნობდი, არც მამა შალვა, ვიცნობდი მარიტას კლასელებს და მათ მშობლებს. როდესაც ეს მძიმე ამბავი მოხდა, ერთ-ერთი მშობელი დამიკავშირდა და მითხრა, რაც მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ მარიტა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მშობელმა მითხრა, ბავშვები გვინდა მოვიყვანოთ თქვენთან, ძალიან დაზაფრულები არიანო.
მე არ მეცალა მაშინ, მამა შალვას დავუკავშირდი, ის დახვდათ, პარაკლისი გადაუხადა მარიტას, ყურადღებით მოეპყრო ბავშვებსაც. მე სამშობიაროში ვიყავი, ჩემი გოგონა მყავდა მიყვანილი. შემდეგ გავიგე, რომ გოგონა გარდაიცვალა. გამოვიქეცი იმ დღესვე, საღამოს, ოჯახს სახლში ვესტუმრეთ მე და მამა შალვა, ახლოს ცხოვრობენ ჩვენ ეკლესიასთან.
იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მივედით, ვანუგეშეთ, ვესაუბრეთ, პანაშვიდი გადავუხადეთ მარიტას, მერე დაკრძალვაზეც, ყველგან ერთად ვიყავით. მერე ჩვენთან დაიწყეს ტაძარში სიარული, ღვთის მადლით, ეკლესიური მორწმუნეები გახდნენ, ანა განსაკუთრებულად. დღესდღეობით ძალიან ახლოს ვართ ოჯახთან.
17 დეკემბერს დაიბადა, ბარბარობას, მეორმოცე დღეს, ნათლობამ ნინოობას მოუწია, ესეც ღვთის ამბავი იყო. 27 იანვარს მოვნათლეთ“ – განაცხადა მამა საბამ.
ambebi.ge
სხვა ახალი ამბები:
თიკა ფაცაცია ყვითელ კაბაში არაჩვეულებრივია – „შეუდარებელი და უმშვენიერესი ქალბატონი!..“ (ფოტოები)
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2024 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები ელის
„მე შემიყვარდი ფილმის გადაღების დროს, შენ“? – 40 წლის მერე ბურნუთამ მაყვალა უცნაური კითხვა დაუსვა
ყველაზე ძლიერი ლოცვა უფლისადმი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ
ქალი 42 წლის ასაკში ტყუპებს (სამეულს) ელოდებოდა: მშობიარობისას ექიმი შოკირებული დარჩა (ფოტოები)