„უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა… მაშინ მე და მამაო გამოუცდელები ვიყავით” – რას ამბობს მამა საბა ჭიკაძის მეუღლე და სად ეძებენ შვილს?

0
842
22 Views

მამა საბა, ერის­კა­ცო­ბა­ში სულ­ხან ჭი­კა­ი­ძე, თბი­ლი­სის ორ ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ჯა­როდ პა­სუ­ხობს ყვე­ლას, ვი­საც რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა აქვს.

წყვილს 5 შვი­ლი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი შვი­ლი 30 წლის სოფო ტყუ­პის­ცა­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა რუსიშვილი ამ­ბობს, რომ უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მკვდრად გა­მო­უ­ცხა­დეს. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­აშ­კა­რავ­და, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს იპა­რავ­დნენ და ყიდ­დნენ, შვი­ლის ძებ­ნა და­ი­წყეს. მის კვალ­ზე დღემ­დე ვერ გა­ვიდ­ნენ. რო­გორც მღვდლის ცოლი ამ­ბობს, თუ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ღმერ­თს სურს მისი გა­მო­ჩე­ნა, გა­მოჩ­ნდე­ბა.

„პირ­ვე­ლად რომ ვიმ­შო­ბი­ა­რე ტყუ­პე­ბი გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ სახ­ლში ერთი წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მას მერე კი­დევ 5 შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ახლა 5 შვი­ლი გვყავს. ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი არ­სად არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მას მერე რაც გახ­მა­ურ­და ის, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ჩვი­ლებს იპა­რავ­დნენ ვე­ძებთ და ვერ მი­ვაკ­ვლი­ეთ. ტეს­ტიც გა­ვუ­კე­თეთ და თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ამოგ­ვიგ­დებს პროგ­რა­მა. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მა­მაო 20 წლის იყო, მე – 23-ის, როცა ტყუ­პე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. მე 3 წლით უფ­რო­სი ვარ მას­ზე. გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მედ­პერ­სო­ნალს ვენ­დო­ბო­დით.

როცა მი­თხრეს, გარ­და­იც­ვა­ლაო, შეგ­რძნე­ბა, რომ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო, მა­შინ მქონ­და ძა­ლი­ან მძაფ­რად. რად­გან უცებ გა­მიქ­რეს შვი­ლი, არც გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვი დამ­ძიმ­და, ისე გა­აქ­რეს. რომ შე­ვე­დი აღარ დამ­ხვდა. ვი­კი­თხე, სად არის მეთ­ქი და დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლაო, მი­თხრეს. ისე ვტი­რო­დი, ვერ მა­ჩე­რებ­დნენ. მა­შინ მა­მაო მგა­ლო­ბელ­თა რე­გენ­ტი იყო და ყვე­ლას უყ­ვარ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჩვენს სა­ნა­ხა­ვად. ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა ლია სა­ლა­ყა­ი­ამ ასე­თი რამ მი­თხრა მა­შინ, უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ, რად­გან ცაში ან­გე­ლო­ზი გყავ­თო.

სულ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­ში მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი. ახლა კი ისე ვლო­ცუ­ლობ – სა­დაც არის შენ­თან ერ­თად ამ­ყო­ფე უფა­ლო თქო. გა­ვოგნ­დი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ბავ­შვე­ბის ძებ­ნა რომ და­ი­წყო, ამოვ­ქე­ქე არ­ქი­ვი და არ­სად იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩემი ბავ­შვი.

მაშინ მიც­ვა­ლე­ბუ­ლს არ ატან­დნენ. რომ მო­ი­თხო­ვეს ჩე­მებ­მა, ალო­დი­ნეს და მის­ცეს ბავ­შვი, მე ცო­ცხა­ლი მყავ­და ნა­ნა­ხი ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ნახა. ჩემ­მა მო­ძღვარ­მა მი­თხრა ბევ­რსაც ნუ ჩა­ე­ძი­ე­ბით არ იდარ­დო­თო, თუ სა­ჭი­როა ღმერთი გა­მოაჩენ­სო და და­ვუ­ჯე­რეთ“ – განუცხადა “სარკეს” მამა საბას მეუღლემ.

“სარკე”

Cesko